clip_image002
სააგენტო ”New Service” საოჯახო პერსონალის მომსახურების გასაუმჯობესებლად ევროკავშირის ეგიდით ახორციელებს მნიშვნელოვან ტრენინგს. რაც ხელს უწყობს  ძიძების, ოჯახში დამხმარეებისა და მოხუცის მომვლელების  კვალიფიკაციის ამაღლებას. ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 კვირა. მსმენელები ტრენინგის ფარგლებში ეცნობიან  პედიატრიის, ფსიქოლოგიის და ადამიანის უფლებების იმ ძირითად საკითხებს რაც მათ მომავალში საკუთარ საქმიანობაში გამოადგებათ. დასასრულს თითოეული მსმენელი გადის სპეციალურ ტესტირებას, რომლის შედეგების მიხედვით მათ გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი. დამქირავებელთან უკვე გადამზადებული და მოტივირებული კადრის წარდგენა კი უფრო მეტად ზრდის მომსახურების ხარისხსა და სანდოობას.